პროექტები და ღონისძიებები

1. პროექტის სახელწოდება :
 "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" "Welcome To Tbilisi"

2. პროექტის მთავარი იდეა :
 უცხოელ ტურისტებთან შეხვედრა და მოსწავლეების მიერ, დამზადებული სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტების შეთავაზება, რომელშიც თავმოყრილი იქნება თბილისის ღირსშესანიშნაობების შესახებ მოკლე ინფორმაცია ინგლისურ ენაზე.

3. პროექტის აქტუალობა :
 მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სალაპარაკო უნარ-ჩვევებს უცხოელ ტურისტებთან , რაც ხელს შეუწყობს თეორიული მასალის ტრანსფერს პრაქტიკაში.

4. პროექტის მიზნები :
 უცხ.ს.1.22
 მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
 უცხ.ს.1.25
 მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.
 უცხ.ს.1.26
 მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.

5. მოსწავლეთა ასაკი :
 15 წლის.

6. ვადები/ხანგრძლივობა :
 3 კვირა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
 მოსწავლეები მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის და შემოქმედებით უნარებს. სარეკლამო ბუკეტების დამზადებას ინგლისურ ენაზე.

8. პროექტისთვის საჭირო რესურსები :
 კომპიუტერული ტექნიკა, ფინანსური რესურსები.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) :
 მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. I ჯგუფი-შეაგროვებს ინფორმაციულ მსალებს. II ჯგუფი-იმუშავებს ბუკლეტების დიზაინზე. III ჯუფი-მოაგვარებს საორგანიზაციო საკითხებს(დაუკავშირდება ტურისტულ სააგენტოს და შესთავაზებს საკუთარ იდეებს).

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვბუნლ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
 ისტორია და ხელოვნება

11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) :
 ია იაკობაშვილი

12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :
 iaiakobashvili-blogspot.com

No comments:

Post a Comment

How Does Big Ben Keep Accurate Time?